AroundMaps Logo
Search
Add Listing

«სიცოცხლის სიტყვა» გორი

0

About «სიცოცხლის სიტყვა» გორი

ეკლესია "სიცოცხლის სიტყვის" მრწამსი:

http://wolge.org/chven-shesaxeb/mrwamsi/

Description

ჩვენ შეუცვლელად ვაღიარებთ ქრისტიანი მოძღვრების მიერ ნიკეის (325 წ.) და კონსტანტინოპოლის (381 წ.) კრებებზე მიღებულ ქრისტიანული რწმენის შემდეგ სიმბოლოს:

მწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყნისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა.

და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღმერთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.
ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისგანაც ყოველივე შეიქმნა.
რომელიც ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენი ცხოვრებისთვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხა სულიწმინდისაგან და ქალწული მარიამისაგან, და განკაცდა.
და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელი პილატეს დროს და ევნო, და დაეფლა.
და აღსდგა მესამე დღეს, როგორც დაწერილია.
და ამაღლდა ზეცად, და ზის მამის მარჯვნივ.
და კვლავ მოვა დიდებით, ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად, რომლის მეფობას არ აქვს დასასრული.

და სულიწმინდა, რომელიც მეტყველებდა წინასწარმეტყველთა მეშვეობით, სიცოცხლის მომნიჭებელი, მამისაგან გამომავალი უფალი, რომელსაც მამის და ძის დარად ვადიდებთ და ვცემთ თაყვანს.

ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ვაღიარებ ერთ ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად.
მოველი მკვდრეთით აღდგომას
და მომავალ საუკუნო ცხოვრებას. ამინ.

Map

Add Reviews & Rate item

Your rating for this listing :

Help Us to Improve :

Location / Contacts :

Nearby Places :