AroundMaps Logo
Search
Add Listing

ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

0

Map

Item Reviews - 5

Anynomous

"

შოთიკო ყურუა ჰმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის, ფილოლოგიის საგანმანათლო პროგრამი სტუდენტი.

უდიდეს მადლობას გიხდით ამ პოზიტიური სიტყვებისა და დამოკიდებულებისათვის! <3

...

* * * * * * * * * ჩვენ ადამიანები დაბადებიდანვე მივისწრაფვით პიროვნული განვითარების მრავალსაფეხურიან პირამიდაზე, ამ პირამიდის ერთ-ერთი საფეხურია სტუდენტობა, საუნივერისტეტო ცხოვრება , რომელიც დიდად განსაზღვრავს თითოეული ჩვენგანის მომავალ ცხოვრებას. სტუდენტური ცხოვრება ბევრ ასოციაციას იწვევს ადამიანებში, მაგრამ ჩემთვის, ის პირდაპირ უკავშირდება ბიბლიოთეკებში გატარებულ დროს, წიგნების, სტატიების, ავტორების, სათაურების ძიებას, რაც სულაც არ არის ადვილი...პირადად მე ხშირად ვსარგებლობ SANGU-ს ბიბლიოთეკით, მიხარია და ვამაყობ კიდეც ბოლო დროს მიღწეული წარმატებებით. პირადი დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა თავის შესაძლებლობებისამებრ მუდამ მხარში უდგას სტუდენტებს, ითვალისწინებს მათ ძირითად მოთხოვნებს. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ასპარეზზე ახალდგამოჩენილია, მიუხედავად მცირე დროისა, ბიბლიოთეკაში არსებული რესურსი ნამდვილად დიდი მიღწევაა. მე ფილოლოგიის სტუდენტი ვარ და არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ კვირიდან კვირამდე უამრავი ლიტერატურა მაქვს წასაკითხი, ზოგი სამეცნიერო და ზოგიც მხატვრული, ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ბიბლიოთეკის რესური უზრუნველყოფს ძირითად სასწავლო ლიტერატურას, აქ შეგიძლიათ იპოვოთ სამეცნიერო პუბლიკაციები, როგორც მსოფლიო, ისე ქართული მხატვრული ლიტერატურა. ჩემი აზრით, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს , ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ჯგუფი, კეთილგანწყობილ, ფართო განათლებისა და გამოცდილების მქონე ბიბლიოთეკარებთან მუდამ სასიამოვნოა საუბარი. ჩემთვის შესამჩნევია ამ ადამიანების შრომა , რომელიც განსაკუთრებით გამოიკვეთა ონლაინ სწავლების პირობებში. უნივერსიტეტის გვერდზე მუდმივად ვრცელდება სხვადასხვა სიახლე , ბიბლიოთეკის ონლაინ კატალოგის გამოყენების შესახებ. სიახლეებთან ერთად მუდმივად ვრცელდება იმ ბიბლიოთეკების ჩამონათვალი, რომელთა ონლაინ რესურსები ხელმისწავდომია , იქნება ეს ქართული თუ უცხოური საიტები, რაც ვფიქრობ, გვიადვილებს ჩვენთვის უჩვეულო სასწავლო რეჟიმს. კარგად მახსოვს 2019 წელს SANGU-ს ბიბლიოთეკამ ჩაატარა გამოკითხვა , ყველა სტუდენტს შეეძლო საკუთარი სურვილი გამოეხატა წერილობით, როგორ შეიძლებოდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მეტად განვითარებულიყო და ა.შ., ამის შემდეგ მალევე განახლდა წიგნადი ფონდი, დაგვემატა ახალი და თანამედროვე კომპიუტერები. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ „სანგუს“ ბიბლიოთეკა ეს არის ადგილი, სადაც მუდამ მეგობრულად მიგიღებენ , გასწავლიან, გირჩევენ და დაგეხმარებიან აღმოაჩინო, შეიმეცნო, წაიკითხო, გაანალიზო, იმსჯელო იმისთვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა პიროვნული განვითარებისკენ მიმავალ გზაზე.

See MoreShotiko Qurua
Faculty of Humanitarian Sciences and Law, Philology educational program student.

Thank you so much for your positive words and attitude! <3

* * * * * * * * *
We humans have been striving for a multi-stage personal development pyramid since birth, one of the steps of this pyramid is a student, a university life that greatly defines each of us's future lives.
Student life causes a lot of associations in people, but for me, it is directly linked to the time spent in libraries, searching for books, articles, authors, titles that are not easy at all... Personally, I often use the SANGU library, glad and proud of the recent accomplishment Good luck.
I can say by personal observation that saint. Andria's Georgian University Library always supports students as it can, taking into account their basic demands. For objectivity, I have to say that our university is newly emerged on Asparez, despite the short time, resources in the library are truly a great achievement. I'm a student of philology and you won't be surprised if I tell you I have a lot of literature reading from week to week, some scientific and some artistic, with my experience, I can say that the library resource provides basic learning literature, here you can find scientific publications, both world and Georgian artistic literature ...
In my opinion, it deserves to be celebrated separately, a group of Library Employees, well-equipped, wide education and experience libraries are always a pleasant conversation. I notice the work of these people, especially in online learning conditions. The university page constantly spreads various news about using the online library catalog. Along with the news, a list of libraries that online resources are available, whether these Georgian or foreign sites, I think, make it easier for us.
I remember well in 2019 SANGU Library conducted a survey, every student could express their own desire in writing how the university library could be more developed and so on. Sh., After that, the book fund was renewed soon, new and modern computers added to us.
Finally, I want to say that ′′ Sangu ′′ library is a place where you will be always friendly, taught, advised and helped to discover, read, analyze, discuss, another step on the way to personal development.Translated "

02 July 2023

Anynomous

"

ეს მხოლოდ ნაწილია ჩვენი წიგნების ოჯახის, იმ ახალი ას ოთხმოცდათორმეტი წევრისა, რომლებიც ახალ მკითხველებს ელოდებიან!

This is just part of our book family, the new hundred and fifty-twelve members waiting for new readers!Translated "

23 June 2023

Anynomous

"

ბიზნესს ცრურწმენები არ სჭირდება❗️❗️❗️👀

წაიკითხეთ ეს წიგნი და გაიგებთ, რატომაა გეგმები საქმისთვის საზიანო, რატომ არ გჭირდებათ გარეინვესტორები და რატომ უნდა უგულებელყოთ კონკურენცია. საქმე ისაა, რომ სინამდვილეში იმაზე ბევრად უფრო ნაკლები გჭირდებათ, ვიდრე გგონიათ. სულაც არაა აუცილებელი დღედაღამ შრომა, განსაკუთრებული კადრები, საკანცელარიო საქმიანობა და თათბირებში დროის ხარჯვა. ოფისიც კი არ გესაჭიროებათ. ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ერთადერთი, რაც მართლა დაგეხმარებათ, ესაა ყბედობის შეწყვეტა და მუშაობის დაწყება. Rework-ი წარმოადგენს შესანიშნავ სახელმძღვანელოს მათთვის, ვისაც ოდესმე საკუთარი საქმის წამოწყებაზე უოცნებია. გამოცდილი მეწარმეები, მცირე ბიზნესის მფლობელები, ადამიანები, რომლებიც გამუდმებით საძულველ საქმეს აკეთებენ, შემცირების მსხვერპლნი, თუ ხელოვანები, რომლებსაც აღარ უნდათ შიმშილობა – ამ წიგნში რაიმე ღირებულ რჩევას ყველა იპოვის.

"

19 June 2023

Anynomous

"

თუ სწავლობ სამართალზე, ეს არ უნდა დაგრჩეს წაუკითხავი❗️❗️❗️

სამართალი ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს უკავშირდება. ის ნებისმიერი საზოგადოების ცხოვრების ბირთვია, იცავს უფლებებს, აკისრებს ვალდებულებებს, აწესებს სამოქმედო ჩარჩოებს თითქმის ყველა სახის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური საქმიანობისთვის. მოცემული ტომი სერიიდან „ძალიან მოკლე შესავალი“ მიმოიხილავს სამართლის ძირითად შტოებს, აღწერს ადვოკატების საქმიანობას და სასამართლოების მოქმედების წესს, განიხილავს სამართლის მისწრაფებას სამართლიანობის, თავისუფლებისა და თანასწორობისკენ.

"

16 June 2023

Anynomous

"

უნივერსიტეტი Paris-Saclay, რომელიც 14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს და სასწავლო პროგრამების, კვლევებისა და ინოვაციების ძირითადი ცენტრია ევროპაში, (3 უნივერსიტეტი, 4 უმაღლესი სკოლა ,,grandes écoles" და 7 კვლევითი ცენტრი) 2020-2021 აკადემიური წლისათვის სთავაზობს სტიპენდიებს მაღალი აკადემიური მოსწრების საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხებიან. იხილეთ პროგრამების ჩამონათვალი.

"

05 May 2023

Add Reviews & Rate item

Your rating for this listing :

Help Us to Improve :

Location / Contacts :