AroundMaps Logo
Search
Add Listing

ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების მუზეუმი

0

About ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების მუზეუმი

ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების მუზეუმი

Tags

Description

ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი ეროვნული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლია. მუზეუმი 1975 წელს თბილისელი კოლექციონერის, არკადი რევაზიშვილის მექანიკური საკრავების კოლექციის ბაზაზე დაარსდა , როგორც კინოს, თეატრისა და მუსიკის მუზეუმის ფილიალი. დროთა განმავლობაში მუზეუმის ფონდები ახალი ექსპონანტებით გამდიდრდა და 1984 წელს დამოუკიდებელ იურიდიულ ერთეულად - ხალხური საკრავების მუზეუმად, ხოლო 2006 წლიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირად-”ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმად” - ჩამოყალიბდა.
მუზეუმის ფონდში დაცულია ძველი ფოლკლორული ჩანაწერები, ფოტო-ფონო-აუდიო და ვიდეო მასალა, ქართული ხალხური , აღმოსავლური, ევროპული კლასიკური და მექანიკური საკრავების მრავალი ნიმუში. მუზეუმის მიზანია სხვადასხვა დროის მატერიალური და არამატერიალური კულტური ძეგლების - სიმღერებისა და საკრავების- ნიმუშების ექსპონირება, დაცვა, მათი სისტემატიზაცია, ახალი ექსპონანტებით ფონდების გამდიდრება.
მუზეუმის საექსპოზიციო სივრცე სამ დარბაზს მოიცავს :
პირველი დარბაზი ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების, ქართული ხალხური შემსრულებლობის ისტორიის ამსახველ ექსპოზიციას ეთმობა. ქართული ხალხური ინსტრუმენტარიუმი სამი ტრადიციული ჯგუფის - სიმებიანი (ფანდური, ჩონგურუ, ჭიანური, ჩანგი), ჩასაბერი (უენო და ენიანი სალამური, გუდასტვირი, ჭიბონი, ლარჭემი, ორმაგი სტვირი) და დასარტყამი (დოლი, დაირა, დიპლიპიტო) საკრავების ორიგინალურ ნიმუშებს მოიცავს.
მეორე დარბაზი აღმოსავლური საკრავების( საზი, ქამანჩა, თარი...) ექსპონირებას ეთმობა. საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს, აქ საუკუნეების მანძილზე მკვიდრდებოდა აღმოსავლური კულტურა, რომელიც გავლენას ახდენდა ქართულ კულტურაზე. ამ გავლენის თვალსაჩინო მაგალითია ძველითვილისის განუმეორებელი კოლორიტი, რომელსაც ქმნის ქართველებისა და აქ მცხოვრები აღმოსავლური წარმოშობის სხვა ხალხების (სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები, ასირიელები, იეზიდები) კულტურათა ასიმილაცია.
მესამე დარბაზი განლაგებულია ევროპული კლასიკური და მექანიკური საკრავები(არღანი, ორკესტრიონი, პორტატული ორღანი, გრამაფონისა და პატეფონის ნაირსახეობანი, მექანიკური პიანინო, ფისჰარმონია, მუსიკარული ზარდახშები, გარმონი აკორდეონი, მანდოლინა, გიტარა, ბანჯო, ციტრა და სხვა). XIX საუკუნისთვის საქართველოს პოლიტიკის მკვეთრად გამოხატულმა ევროპულმა ორიენტაციამ ქვეყნისაკენ გზა გაუხსნა ტექნიკისა და კულტურის უახლეს მიღწევებს. სწორედ ამ დროიდან გახდა მოდური ევროპული მექანიკური და კლასიკური საკრავები. ამ დროიდანვე იღებს სათავებს და დასავლეთ საქართველოს ქალაქური ფოლკლორიც.

Map

Add Reviews & Rate item

Your rating for this listing :

Help Us to Improve :

Working Hours :

  • Monday -
  • Tuesday 10:30 - 18:00
  • Wednesday 10:30 - 18:00
  • Thursday 10:30 - 18:00
  • Friday 10:30 - 18:00
  • Saturday 10:30 - 18:00
  • Sunday 10:30 - 18:00

Location / Contacts :