Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ნაწილია.
მუზეუმი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საგამოფენო სივრცეა, სადაც წარმოდგენილია როგორც დროებითი, ისე მუდმივმოქმედი ექსპოზიციები. მათ შორისაა: „არქეოლოგიური საგანძური“, „ნუმიზმატიკური საგანძური“, „შუა საუკუნეების საგანძური“, „ქვის ხანის საქართველო“, „საქართველოს არქეოლოგია ძვ.წ VIII ათასწლეულიდან ახ.წ. IV საუკუნემდე“, „XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმი და იარაღი“, ,,აღმოსავლური კოლექციების ახალი სიცოცხლე’’, საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის ამსახველი გამოფენა და სხვა.
Simon Janashia Museum of Georgia is under the umbrella of Georgian National Museum.
Museum represents one of the main exhibition spaces of the country and hosts both permanent and temporary exhibitions such as: "Archaeological Treasury", "Numismatic Treasury", “Medieval Treasury”, “Stone Age Georgia”, “Georgian Archaeology from 8th millennium BC till 4th century AD”, "Georgian Costume and Weaponry of 18th -20th Centuries", “Oriental art Collections”, the exposition depicting the Soviet occupation period and more.