AroundMaps Logo
Search
Add Listing

Map

Item Reviews - 10

Anynomous

"

დღეს ძველი სკივრი გადმოვიღეთ, შიგნიდან ბევრწლიანი არსებობის შემდეგ არსაიდან გაჩენილი მტვერი გადმოვფერთხეთ და ჩვენი საერთო ისტორიების ჩალაგება დავიწყეთ ^_^

მიგვაქვს: ✔ ჩვენი რეცეპტები და გემოები ✔ ძველი მენიუ, რომელიც საშემოდგომოდ არ გაყვითლდება და პირიქით, ხელახლა აყვავდება... ✔ ჩიხლაძეებით დაწყებული და ცისფერი ტრიოთი დამთავრებული რეპერტუარი ✔ კუბოკრული გადასაფარებლები ✔ კერამიკის ჭურჭელი ✔ ტანსაცმლის საკიდი (ჩავატევთ, ჩავატევთ, არ იდარდოთ) ✔ გულითადი ღიმილი, რომელსაც თქვენი მოსვლით იწვევდით

მიგვაქვს, რომ დაგხვდეთ სხვაგან, სხვანაირად, სხვა დროს, მაგრამ ძველებური სიყვარულით ^_^

ვტოვებთ ადგილს და სიცარიელეს, რომელიც ჩვენი არც იყო :'( თუ ხმაური, რომელიც მადათოვზე გარედან შემოდიოდა, მადათოვიდან გამოსული ხმაურით გადაიფარება, იცოდეთ, რომ სკივრი დავხურეთ და მიგვაქვს, მივახრიგინებთ - ძველია, ბევრ ამბავს იტევს და თქვენი სიყვარულით მყარადაა შეკრული 😔

მალე ამოვლაგდებით. ამოვლაგდებით და სკივრის გახსნის ტრადიციული ჯადოსნობის წუთებს არცერთ თქვენგანს არ გამოგაპარებთ ✨ თანაც ამოვალაგებთ, მაგრამ რას ამოვალაგებთ! „იფ, იფ“-ის შეძახილში დაგახელოვნებთ ჩვენი კერძები ^_^ ჩვენ კი დავტკბებით ათასგვარი სურპრიზით გაკვირვებული თქვენი სახეებით და თქვენი თვალების ბედნიერი სხვით, რომელიც ახალ ადგილს გაგვიცისკროვნებს :3

როდის? გეტყვით, გეტყვით, აბა, არ გეტყვით?! ჩვენი წასვლის და თქვენი წამოყოლისა ვთქვათ იქ, სადაც მადათოვის სუნი და ჩვენი გუნდი თქვენი ბედნიერებისთვის შეხმატკბილებულად იტრიალებს <3

See More "

09 August 2023

Anynomous

"

^_^ „მასპიძელოო!“ - ეს დაძახილი ზოგიერთ ჩვენგანს, ალბათ, მხოლოდ კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ფილმებიდან სმენია 🎞

არადა, სწორედ ასე დაწყებული წარმოგვიდგენია ყველაზე გულუხვი, გულიანი, გულთბილი და გულღია მასპინძლობა - არაფერზე დაფუძნებული, იმ წუთების მაქსიმალურ სიამოვნებაზე ორიენტირებული, თანგადაყოლილი ☀

უცნობი სახლის შრომადატყობილი ეზოს ჭიშკრის ჭრაჭუნით გაღება და სახელდახელოდ მომზადებული კერძები სახეს გიცისკროვნებს 🏚

...

მზექალა ბებოსთან, ალბათ, ხშირად არ მიდიან უცნობი სტუმრები. მაგრამ ოცი წლისას გათხოვილი მზისებრი გოგონა „მასპინძელოს“ შეძახილზე ბევრჯერ დაფაცურებულა 🔔 მისი შეშის ღუმელზე შემოგდებული კეცეულიც ბევრს გაუსინჯავს და მისი დამწუნებელი კაცის არსებობა არ ახსოვს ბარისახოს 💛

ბარისახო კი ყველაფერს იმახსოვრებს. კეცეულის გემოსაც და მისი სტუმრების ემოციებსაც ^_^

See More "

15 July 2023

Anynomous

"

როცა ადამიანის ნახვამდე ჯერ მისი სახელი გესმით, თქვენი გონება ასოციაციურად ამ ადამიანს წარმოიდგენს ხოლმე?🤔

აი, თედო, მაგალითად. ჩვენი აზრით, ყველა თედო ოდნავ წითური, კეთილი, სანდომიანი და საკმარისად ფერხორციანი უნდა იყოს, ნელა ლაპარაკობდეს და ერთი ზომით დიდი შარვლები ეცვას ^_^ ან ინეზა.. ინეზები პირდაპირ დეიდებად უნდა იბადებოდნენ და მეზობლის პირველივე დაძახებაზე უკანა ეზოდან წინა ეზოში უსწრაფესად გაჩენის სუპერძალა ჰქონდეთ ☺ თინანოებს, ალბათ, გრძელი თმა აქვთ და მრავლისმთქმელი,... მჭევრმეტყველი ღიმილი, იშვიათად რომ გამოექცევათ ხოლმე 👱‍♀ თეიმურაზები მაღლები იქნებიან, გვიან გაჭაღარავდებიან და მზეს მარცხენა ხელით დაიჩრდილავენ 🙋‍♂ ქსოვა შეიძლება იმისთვის არსებობს, რომ ელისოები შვილებს შალის შარფებს უქსოვდნენ ხოლმე 🧥

ბევრი სახელია. გვკითხეთ, ჩვენს აზრს გეტყვით... დაუზარელი ხალხი ვართ, შენიშნავდით, თუ ჩვენთან შემოგივლიათ ^_^

ეს აგრაფინას სალათია 🍛 ნეტავ, როგორები არიან აგრაფინები? 🤔

See More "

04 July 2023

Anynomous

"

სამეგრელოში უცებ თავსდატეხილ სტუმრობას ცოტა რამ სჯობს, ალბათ ^_^ ჭიშკარს მიადგები, ჯერ ცოტა ხანს „გაწიკწიკებულ“ ეზოს მოათვალიერებ და სანამ გაკვირვებას მოასწრებ, მასპინძელიც გამოგეგებება გაცისკროვნებული სახით და „ნანააა, თენა მინიე?“ ბედნიერი შეძახილით 🤗

ამის შემდეგ მოდის სინათლის სხივის სისწრაფით გაპრანჭული მასპინძელი და სინათლის სხივზე უფრო სწრაფად გაშლილი სუფრა, რომელზეც ყველაფერი მეგრულია. მეგრულ ხაჭაპურსა და გებჟალიას შორის არჩევანის გაკეთებაზე უფრო რთული ჩვენ მხოლოდ კვან...ტური ფიზიკა გვახსენდება 🤔 არადა, სინათლის სისწრაფე ვახსენეთ და მიხვდებოდით, რომ მეცნიერება არ გვიჭირს... არც იფიქროთ, რომ ეს არჩევანი იმაზეა, რომელი შეჭამო - გებჟალია თუ ხაჭაპური. აპ, აპ! რა თქმა უნდა, ყველაფერი. თან მასპინძელსაც ხომ არ გაანაწყენებთ, არა?! რა სტუმრის და სამეგრელოს საკადრისი ეგაა?! რთული გადაწყვეტილება ისაა, რით დაიწყო ^_^

ღომის ჩადგმისას გარდა იმისა, როგორ მოითმინო მანამ, სანამ ოდნავ შეგრილდება, იმაზეც გეფიქრება, ვის შეხვდება ღომის ამოღების შემდეგ ქვაბის კიდეებზე შერჩენილი ქერქი, ან ელარჯის პირველი თეფში 😌 უფრო ქერქი... არაა, ელარჯი... ფიქრიც როგორი რთულია...

„მა სი ვარდის“ და „ვაგიორქო მას“ თანხლებით დრო თვალსა და ხელს შუა გაგექცევათ და წამოსული არ ხართ, როცა შემდეგ თავსდატეხილ სტუმრობას გეგმავთ იმაში დარწმუნებული, რომ შემდეგ ჯერზე კიდევ უფრო გაცისკროვნებულები დაგხვდებიან ^_^

ჩვენს მეგრულ ხარჩოს სწორედ ამ სამეგრელოს გემო აქვს 🍲

See More "

27 June 2023

Anynomous

"

😊 ისე ხომ არსებობს წარმოდგენა რომ სადღაც სხვა, პარალელურ განზომილებაში, სულ სხვა საქართველო არსებობს. მითიური, ზღაპრული, საოცარი, იდუმალი, სანატრელი და იიიდეალური ქვეყანა რომელიც ვიზუალურად ჩვენსას კი გავს ცოტა, მაგრამ სულ, სულ, სუუულ ყველაფრით ჩვენსაზე უკეთესია. არა კაცო, ისიც კი ჩვენია სადაღაც, მაგრამ ჩვენი უფრო ჩვენია.

იცით იქ როგორ არის?! 😊 აი მაგალითად იქ ნიჭიერებიც ვართ და შრომის მოყვარეებიც ერთდროულოად, იქ ქართველობას იმიტომ კი არ გვართმევენ რომ ჩვენ სხვა რამე შემოგვ...აჩეჩონ, არა პირიქით იმიტომ რომ თითონაც ჩვენნაირები გახდნენ რამენაირად... ხო, კიდევ ვარაზის ხევში ცენტრიდან ოდნავ მარჯვნივ შუქნიშანამდე, ორმო არასდროს ყოფილა იქ და ფუნიკულიორისკენ “იმ” ადგილას, მანქანას თუ გააჩერებ, აღამრთზე 2 მეტრის მაგივრად უთვალავ კილომეტრს იგორებს. ესეა რა, ყველაფერი უკეთესია იქით... 😊 საღი ლოგიკა იმას გვკარნახობს რომ საჭმელიც უკეთესი ექნებათ იქით!

მოკლედ გადავწყვიტეთ ეს სტერეოტიპი, შაბლონი, ცრუ რწმენა, თუ რაც არის, დაუყოვნებლივ, მყისიერად 😊 დავარღვიოთ და იქით საქართველოში რაც ყველაფერი კარგია აქეთ საქართველოში წამოვიღოთ... ჩვენ სამზარეულოს მივხედავთ, თქვენ თქვენი პროფესიებიდან წამოიღეთ რამე-რუმეები, ყველამ კიდევ ცოტ-ცოტა ხასიათი და ჩვევებიც გამოვიყოლოთ იქაური და სუუულ ცოტა ხააანში, ვნახოთ ერთი ვისი ქვეყანა აჯობებს.😊😊

მაშ ასე, დრო და სივრცითი განზომილებებში პორტაციისთვის პირველი “იმერულად ჩათუთქული, სოკო სუნელებში” შეირჩა 😊... ( კენჭის ყრის შედეგად თავად ბედისწერამ ინება ასე.) 😊

😊 ხახვიიი, ცოტა ნიორიიი, თვითონ სოკოო, წიწაკაა, ხმელი ქინძიი, უცხო სუნელიი, ყვითელი ყვავილიი, ცოტა მარილიიც და მერე ეს ყველაფერი კეცზე აშიშხინებულ, ჩათუთქული (ნახე?! კეცი იმათაც ქონიათ) ისეთი გემრიელი გამოდის რომ დრო, სივრცე, მიზიდულობა და ფარდობითობა ყველაფერი ჩერდება, შემდეგ თითქოს ერთიანდება და ეს ორი პარალელური საქართველო თითქოს სადღაც ეხება კიდეც ერთმანეთს. 😊😊

მაგრამ იცით რა აღმოვაჩინეთ აქაური საქართველოს, იგივე კერძიც თითქმის, ზუსტად ასეთივე გემირიელია. ვახ უყურე შენ?! ამიტომ შედარებისთვის გადავწყვიტეთ ორივეს გასინჯვის საშუალება გვქონდეს "პარალელური საქართველოს, იმერულად ჩათუთქული სოკოსი" და პირიქით 😊

See More "

10 March 2023

Anynomous

"

😊 ალბათ ზუსტად იმ დროს როდესაც ჩვენ ამ ამბავს ვკითხულობთ, უყეშში ნათელიკა ბებია დაფუსფუსებს თავის ეზოში, შემოდგომა კია მაგრამ უკვე კარგად აცივდებოდა, საქმეც ბევრი ექნება ზამთარს ხომ მომზადება ჭირდება?!... 😊 ნათელიკა ბებიამ ორი უგემრიელესი ლობიანის რეცეპტი გამოგვატანა რაჭიდან, ერთი ბოლომდე ტრადიციულად რაჭული, ლორით და მთელი ამბებით და მეორე ნათელიკური გემრიელი განსხვავებულობებით 😊

"

21 November 2023

Anynomous

"

😊 მე-19 საუკუნის ბოლო. წარმოვიდგინოთ რომ მაშინაც ასე იყო, ძალინ ცხელი ზაფხულის შემდეგ, ერთ დღესაც ძალიან აცივდა, ახალგაზრდა სემინარიელი, მშვიდად მიაბიჯებდა პატარა ქალაქის, კიდევ უფრო პატარა ქუჩებში და ჩუმად ვიღაცის შემოჩეჩებულ კომუნისტურ პროკლამაციას კითხულობდა. 😊 არ ვიცით შესაძლოა ქუჩები, გუშინდელი წვიმისგან იქაც სველიც ყოფილიყო, თუმცა ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს... 😊 და მოულოდნელად სემინარიელი გაჩერდა, პირველი სართულის ფანჯრების გავლით მის გონებაში, ჯადოსნურმა, ...მოხალული კაკლის და ვაშლის სურნელმა შეაღწია, (დაახლოებით ისე როგორც მულტფილმებშია, ნელა-ნელა, რხევა-რხევით) გემრიელმა სურნელმა მისი გონება მთლიანად შეიპყრო და სწორედ იმ მშვენიერ წამს მიხვდა, რომ მისი ჭეშმარიტი საქმე მზარეულობა იყო. სოსომ პროკლამაცია სადღაც მოისროლა და მთელი შემდეგი ცხოვრება მზარეულობას დაუთმო. სხვა საქმიანობისკენ არც კი გაუხედავს... შესაძლოა ასე მომხდარიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. სამწუხაროდ.😊

ეს გორული ვაშლის სალათია, შემწვარი ვაშლით, დაბრაწული კაკლის ლებნებით და ქლიავის ჩირით... ისეთი გემრიელია რომ როდესაც გასინჯავ, ყველაფერს დადებითს აღვიძებს შენში (რაც არ უნდა ღრმად ეძინოს)😊

See More "

28 September 2023

Anynomous

"

😊😊 სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ ინტერვიუ ჩვენს შესახებ... 😊 უი ხო კიდევ ახალი ამბავი,როგორც იქნა დიიიიდ ხნიანი ლოდინის შემდეგ ჩვენ პირველ სართულზე გამოსწორდა მობილურის მიღების, დაჭერის ან კავშირის პრობლემა 😊 აი, ასეთი ამბებია 😊

"

04 August 2023

Anynomous

"

😊 72 წლის სულხანის რეალური, სამუდამო სიყვარულის ისტორია რომელიც ჩვენ უგემრიელეს ხასუთამდე მიგვიყვანს და:

😊 “ყოლფერი მახსომს გესმიის?! როის დევნახე და, როის გამომხედა პირველად, როის გევგე და სიდან გევგე საკუთრივ მისი სახელი... ნუ ფიქრობ მასე, ვითომ პატარობიზა დამმართა მაი ამბავი, კაი ხელა ბიჭი ვიყავ ჭო დაა, თავი მომწონდა გემგე, იავ, მარა რაცხა რომე დეგეჯახება შით გულში, არი ვინმე რომ შეძლოს ამიზა გამკლავებაა?! ან ისე, მეიხედეე, რეიზა უნდა შეძლოოს?! 😊 ხოდა მეც ვიდექი ასე, მის ს...ადარბაზოსთან დილდან საღამომდი, ველოდებოდი, რომე მევდოდაა. ვაწყუბდი, ვალაგებდი ათასნეირ სიტყვებს, რომე მეთქი, პაწაი ამას ვეტყვი, პაწაი იმას ვეტყვი, მარა რათ გინდა?! გემევდოდა თუ არა, აი მძივივით აკინძული სიტყვებიი ჩამომეშლებოდა და დეიფანტებოდა ქუჩაში იქავე. გამარჯობა რაი არი, იმას ვერ დავბლუყუნებდი გესმიის შენ?! 😊 ვიდექი ასე შტერივით, ის კი გივლიდა ორ ნააბიჯს, მემრე ცოტა შორიდამ პაწია გამომხედდა, გიღიმებდა და მიეფარებოდა გზას. რაი მახსოვს იცი?! ორი კვირა მომიწია იქა ყოფნა, თოვლშიი, წვიმაშიი, ქარშიი და პაპანაქება სიცხეში, ყოველ დღე, დილიდან საღამომდი. ხოდა, ერთი კვირაის თავზე, მეჩვენებოდა თითქოს მისი ფანჯრებიდან შემწვარი ნუშის და ვარდის სურნელი გამოდიოდა ხანდახან. 😊 ვფიქრობდი თლა გავგიჟდი თქო მარა მერე, კიდო კაი, გევგე რომე მისი ნანა ამზადებდა თურმე რაცხას ხშირ შირათ. ხოდა მთელ იმ ორ კვირას აი სურნელი დაყვება ჩემთვის, დღემდე მიჭერს გულზე, აი აქანა, მაი სურნელის გაგონებაზე. - გეინტერესებს ორი კვირის მერე რაი მოხთა?! შენ დურაქი, თლა ხომ არ გონივარ?! ემევღე ხმა, დევიწყე ლაპარაკი, მარა რა დევიწყე, გედევრიე სულ თლა ყველა, შევაყვარე თავი ხელათვე, სამ წუთში 😊... მის მერე ქე ვართ ახლა ასე, უკვე კაი ბევრი ხანია."

😊 უკვე ისედაც ბევრი დავწერეთ და აღარ მოვყვებით სხვა ამბებს სულხანის და ნაზის ნაზს სიყვარულზე, უბრალოდ აქ ამ ისტორიაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალი იმალება: უგემრიელესი აჭარული ხასუთა დაბრაწული ნუშით, ქიშმიშით და ამის შემდეგ, სურნელოვანი ვარდის ზეთით შეზავებული, აი ის სატრფოს ფანჯრებიდან რომ შემოაღწია ჩვენი გმირის გულში და გონებაში, მათი გავლით კი ჯერ ჩვენს გულებში, მერე კი რაღა თქმა უნდა ჩვენს მენიუში 😊😊

See More "

31 May 2023

Anynomous

"

😊 მოკლედ ეს ქრისტეფორე კოლუმბი სულ ჩვენთვის შეწუხებულა და გავარდნილა ამხელა გზაზე. 😊 წასულა და ჩვენთვის, ჩამოუტანია: ქოთანში ამოზელი ლობიო, კეცზე გაფიცხებული მჭადები, შემწვარი კარტოფილი და თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ კიტრი და პომიდორიც, დაახლოებით მე-18 საუკუნიდან გამოჩნდა ჩვენთან, არც სულ-სულ ყველა საჭმელზე მისაყოლებელი სალათი გვქონია ამ ცოტა ხნის წინ. 😊 მაგრამ, იცით რა?! ძნელი დასაჯერებელია რომ მანამდეც, ჩვენ, გემიერლი საჭმელები დაგვეკლო საკუთური სამზარეულოსთვის ან საკუ...თარი თავებისთვის. 😊 ხოდა ჩვენმა მზარეულებმაც, იარეს, იარეს ცხრა ბიბლიოთეკა გადაიარეს და მე-12 მე-13 საუკუნის წყაროებზე დაყრდნობით, შექმენს უგემრიელესი და უბრალოდ გასაოგენებელი კერძი: 😊 (აქ "დაფდაფების" ხმა მოუხდებოდა) 🙌 საწებელში და თაფლში გამომცხვარი ღორის ნეკნი, ამოლესილი ოსპით. 😊 თუ ისტორიის ის მონაკვეთი გაინტერესებთ, სადაც ჩვენი წინაპრები 16 ფუთიან ხმალს, ასე, სულ ადვილად იქნევდნენ, ეს კერძი სწორედ იმ პერიოდიდანაა... მობრძანდით და ყველაფერს თავად მიხვდებით. 😊

See More "

18 May 2023

Add Reviews & Rate item

Your rating for this listing :