AroundMaps Logo
Search
Add Listing

About SPAR Georgia

ერთად უკეთესია!

Tags

Description

1932 წელს, ჰოლანდიაში ადრიან ვალ ველის მიერ დაარსებული კომპანია SPAR მსოფლიოს უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელად იქცა. SPAR 1990-ან წლებში ევროპის საზღვრებს გასცდა და დღემდე აგრძელებს გაფართოებას.

ამჟამად, SPAR International 4 კონტინეტზე, მსოფლიოს 44 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ფლობს 12,500 მაღაზიას და 200 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. SPAR ყოველდღიურად 13 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.
გამოცდილებისა და SPAR-ში მომუშავე თითოეული ადამიანის დამსახურებით კომპანიას აქვს შესაძლებლობა, მუდმივად უპასუხოს ახალ გამოწვევებს. განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტია გაფართოება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

SPAR თქვენზე მორგებული მაღაზიათა ქსელია. ჩვენი უმთავრესი ფილოსოფია მომხმარებელზე ზრუნვა და მათი მოლოდინის გამართლებაა.
გვეამაყება, რომ მსოფლიოს უდიდეს მაღაზიათა ქსელს წარმოვადგენთ საქართველოში. ჩვენ გვესმის თითოეული მომხმარებლის რეალური საჭიროებები. ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქციას.

ჩვენი სტრატეგიაა, გვქონდეს ფასზე ორიენტირებული მკაცრი პოლიტიკა. სტრატეგიის საფუძველია პრომო აქციები და ფასდაკლების ფართო სპექტრი.

ჩვენი, სპარ საქართველოს, მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ უკეთესი სავაჭრო ადგილი, უკეთესი პროდუქცია და ინდივიდუალური, მასზე მორგებული მომსახურება.

SPAR - თქვენს მახლობლად მდებარე მაღაზია, რომელიც ყოველთვის ღიაა, გელით ახალი, ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქციით!

SPAR - თქვენზე მორგებული!

Map

Add Reviews & Rate item

Your rating for this listing :

Help Us to Improve :

Location / Contacts :