AroundMaps Logo
Search
Add Listing

About Zurab Tsereteli Museum of Modern Art

ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. Zurab Tsereteli Museum of Modern Art

Description

შენობა (ძვ.კადეტთა კორპუსი) სადაც განთავსდა ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რესტავრირებული იქნა 2007-2012 წლებში. რეაბილიტაციის შედეგად შენარჩუნდა შენობის გარეგანი სახე, ისტორიული თავისებურებეი, მოხდა შიდა სივრცის მთლიანად გადაკეთება და მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გალერეა, ახალი ტიპის საგამოფენო დარბაზებით.
თანამედროვე ხელოვნების განვითარების მიზნით, მუზეუმში გამოყოფილია საექსპოზიციო დარბაზი "XXI საუკუნის თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების ნიმუშების" გამოსაფენად, სადაც მონაწილეობის მიღების საშუალება ექნება როგორც ქართველ მხატვრებს ისე, საზღვარგარეთიდან მოწვეულ შემოქმედებს.
მუზეუმში გამოყოფილია სივრცე საკონფერენციო დარბაზისთვის. მუშაობს სამხატვრო სალონი, კაფე-რესტორანი. შესაბამისად განახლებულია და საექსპოზიციოდ გამოყენებულია მუზეუმის ეზოც.
ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი აკმაყოფილებს XXI საუკუნის თანამედროვე მსოფლიო დონის სტანდართებს და გახდება ხიდი თანამედროვე ქართველი და საზღვარგარეთის ხელოვანთა დაახლოების გზაზე.

I სართული

ეზოში: "ვაშლი"
კომპოზიცია: მონუმენტი "არგონავტები"
მოცულობითი მინანქარი
სხვადასხვა წლების შელკოგრაფია
მასიური ბრინჯაო

II სართული

კომპოზიცია: ჩემი საყვარელი მხატვრები
კომპოზიცია: სერიიდან "ქალაქელები"
ფერწერა: სხვადასხვა წლები
სხვადასხვა წლების გრაფიკა
შავ-თეთრი შელკოგრაფია, სერიდან "ალბომის ფურცლები" 1999-2001 წ.

III სართული

კომპოზიცია: ჩემი საყვარელი მხატვრები
კომპოზიცია: ჩარლი ჩაპლინი
მინანქარი: სერიიდან "არგონავტები"
ფოტოები: "პირადი ალბომიდან"

Map

Add Reviews & Rate item

Your rating for this listing :

Help Us to Improve :

Working Hours :

  • Monday 11:00 - 18:00
  • Tuesday -
  • Wednesday 11:00 - 18:00
  • Thursday 11:00 - 18:00
  • Friday 11:00 - 18:00
  • Saturday 11:00 - 18:00
  • Sunday 11:00 - 18:00

Nearby Places :